აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ ტარიფების 115%-ით შემცირებაზე

5 hours ago 4

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს ერთმანეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადების შემცირების შეთანხმებას.

დღეს, 12 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, აშშ ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს - 125%-დან 10%-მდე.

პირველ ეტაპზე ეს ტარიფები 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ჟენევაში, გაეროს ოფისში მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ხე ლიფენი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. აპრილში ტარიფმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს ანალოგიური ზომებით უპასუხა.

ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და რეცესიის საფრთხე შექმნა.

სრულად წაკითხვა