,, აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ. ერთი-ორად შემცირდა: კბენაი, ღრენაი” – ლალი მოროშკინა

1 hour ago 2

2

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

“შიში შეიქმს სიყვარულსა”..
აშკარად პოზიტიურად იმოქმედა აქაურ ბაბლზე ახალმა სამმართველომ.
ერთი-ორად შემცირდა:
კბენაი,
ღრენაი და ა.შ.
რა ვქნათ ახლა ჩვენ, ეგზომ ეგზალტირებულებმა საკუთარ სიდიადეზე,
სად მივიღოთ ახალი შხამი და დოპინგი????
ვის გავცეთ პასუხი,ვიზე ვანთხიოთ გესლი????
არც ნამეტანი ჟღურტული და “რადიოზე დავარცხნილი” დროება ვარგა…
ბალღები,მშობლები და საყვარელი ადამიანები რომ გავხადეთ გინება რეზისტენტულები, ახლა მოგინდათ დადუმება?
დედის რძესავით ოდეს შეგვერგო აუგი,ასე ეკალ-ბარდ გამობოდიალებულებს, ასე კეთილხმოვან ია-ვარდში გვძირავთ?
რა ვქნათ ახლა ჩვენ, ვის გავკრათ კბილი და დიადემა?
საკითხავი აი ეს არის!“

სრულად წაკითხვა