აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება – ნახეთ, განრიგი

3 months ago 16

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. 20 და 21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოემსახურება.

ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ “მარჯანიშვილის”, “დელისის,” “სარაჯიშვილის,” “ვარკეთილის,” “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიებიდან და “დიდუბის” ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

სრულად წაკითხვა