აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ

2 weeks ago 4
აღდგომის ლიტურგია ქაშვეთის ეკლესიის წინ, 19 აპრილი, 2025. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

აქციის მონაწილეები აღდგომის აღსანიშნავად თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ქაშვეთის ეკლესიის წინ, პარლამენტის შენობის მოპირდაპირედ, აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს, სააღდგომო საგალობლები შეასრულეს და ერთად ილოცეს.

აღდგომა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული რელიგიური დღესასწაულია, როდესაც დედაქალაქის ქუჩები, როგორც წესი, ნაკლებად გადატვირთულია, რადგან ბევრი სოფლად მიემგზავრება, რათა შაბათ-კვირა ოჯახებთან ერთად გაატაროს. ეს ასევე მეორე დიდი რელიგიური დღესასწაულია, შობის შემდეგ, რომლის აღნიშვნაც ასევე უწყვეტი საპროტესტო აქციების ნაწილი გახდა.

მანამდე, საღამოს, აქციის მონაწილეები და პოლიტპატიმრების ოჯახები გმირთა მემორიალისკენ გაემართნენ, სადაც გაიმეორეს ახალგაზრდა აქტივისტების მიერ ზუსტად ერთი წლის წინ დადებული საპროტესტო ფიცი, რომელიც მაშინ აქტივისტმა ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა. იგი დეკემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ პატიმრობაში რჩება.

აღდგომის დღესასწაული, 19 აპრილი, 2025. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა