უწყვეტი პროტესტის მონაწილეები “ქართული ოცნების” მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან, რომელსაც ივანიშვილის პარტია დაჩქარებული წესით განიხილავს.
აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს და ახლა ეს კანონიც ზუსტად მაგას ეხმიანება, თუმცა ისინი არ შეშინდებიან.
ვერ მიიღეს შედეგი იმის მიუხედავად, რომ გვებრძვიან უკანონოდ. მოგვისიეს ტიტუშკები, როგორც აღმოჩნდა, გამოიყენეს ქიმიური საშუალებები დარბევის დროს, მაგრამ აქცია მაინც გრძელდება. მათი გეგმა ეგ არის, რომ საბოლოოდ ჩაახშონ ეს აქცია, საბოლოოდ ჩაახშონ პროტესტის ეს კერა, ახლა ეს კანონიც ზუსტად მაგას ეხმიანება, რომ სრულად, ზუსტად ბელარუსში რაც მოხდა ის არის, პროტესტი უბრალოდ აკრძალული იქნება “ქართული ოცნების” მიერ. ამას ერთადერთი რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს, არის ისევ პროტესტი, ისევ ბევრი რაოდენობის ხალხის და ისევ მეტი დგომა ერთმანეთის გვერდით რუსთაველზე,” – ამბობს იმედა კლდიაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტი, ლადო ჯახუა ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელიც პოლიციამ აქციის მიმდინარეობის დროს ტროტუარიდან აიყვანა. მისი თქმით, საზოგადოებას “ქართული ოცნების” არალეგიტიმური და დრაკონული კანონები არ შეაშინებს.
ხალხი, რომელიც რუსთაველზე იდგა, არაერთხელ დააკავეს ტროტუარზე და ამის მაგალითი მეც ვარ, ადამიანი, რომელიც ვიდექი ტროტუარზე და უსაფუძვლოდ, არაფერი მიზეზის გამო დამაკავეს. მე და კიდევ ბევრ ადამიანს “ქართული ოცნების” ეს არალეგიტიმური და დრაკონული კანონები არ შეგვაშინებს. ეს ბრძოლა არ გაჩერდება ნებისმიერი კანონიდან გამომდინარე, რადგან ქართველ ხალხს აქვს ის სიმართლე და ეს ხალხი, არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღე 300 კაცი გამოვა, თუ 3 ათასი და 300 ათასი ადამიანი, ქართველი ხალხი, რომელიც სიმართლეს იცავს ძალიან ბევრია და “ქართულ ოცნებას” მიიყვანს იმ დასამარებამდე, რომელმაც თავისი ხელით გამოუტანა განაჩენი,” – თქვა ლადო ჯახუამ.
ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·