
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქტივისტი 19 ნოემბერს, დილით, აქციის დაშლის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაძაბულ ვითარებაში გამოიტანეს, სადაც დევიძის მხარდამჭერები მანდატურებმა ძალით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან. სხდომას ასევე დაესწრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
დევიძე, რომელმაც შვიდი თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
This post is also available in: English
Read Next
12/06/2025 - 16:20
სალომე ზურაბიშვილი „გზის გადაკეტვისთვის“ დააჯარიმეს
02/05/2025 - 13:46
საია ხელისუფლებას საპროტესტო აქციების დარბევის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობის დამალვის გამო აკრიტიკებს
29/04/2025 - 12:00
საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
23/04/2025 - 15:20
მანქანების არყოლის მიუხედავად, მოქალაქეები საპარგინგო წესების დარღვევისთვის დაჯარიმების შესახებ იტყობინებიან
22/04/2025 - 21:00
მზარდი კრიტიკის მიუხედავად, 13 წლის იუბილეზე „ქართული ოცნება“ მიღწევებზე საუბრობს
20/04/2025 - 17:00