ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა მუნდიალის შესარჩევში, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, - 49 წლის ალექსანდერ დიმიტროვი.
ეს კაცი წლების განმავლობაში ბულგარეთის ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა, ბოლო წლები კი დიმიტროვი უშუალოდ 21-წლამდე ნაკრებს ავარჯიშებდა.
დიმიტროვმა პოსტის ჩაბარებისას თქვა, რომ წინასწარ არანაირი გარანტიები არ იარსებებს და ხალხმა ეს თავიდანვე უნდა გაიგოს:
"საკლუბო დონეზე სულ რომ 500-ჯერ გაიყვანო გუნდი სათამაშოდ, ან 1000-ის ნიშნულს მიაღწიო, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ სანაკრებო დონეზე წარმატების გარანტიები გექნება. ახლა ახალგაზრდული გუნდებიდან ბევრ ფეხბურთელს ვერ წამოვიყვან, თუმცა ისეც არ მოვიქცევი, როგორც მე მომექცნენ (სავარაუდოდ, ბულგარული ფეხბურთის შიდა, პერსონიფიცირებულ ან სისტემურ პრობლემებზე საუბრობს), რადგან ჩვენ ახლა ერთ ნავში ვართ და ერთი გუნდი ვართ", - თქვა დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენაზე საქართველომ ბულგარეთი 3:0 დაამარცხა, სოფიაში თამაში კი 18 ნოემბერს გაიმართება.