1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი ოჯახებს გადაეცა, განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) 18 მაისს.
„ეს შესაძლებელი გახდა 1992–1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კოორდინაციის მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ICRC-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს და აფხაზ და ქართველ მონაწილეებს აერთიანებს“, – განაცხადა ICRC-მ.
შეხვედრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიმართა, სადაც დაკარგული პირების ოჯახები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ექსპერტიზის ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ნეშტების ძებნისა და იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
თერთმეტი ადამიანის, მათ შორის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქისა და ორი სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მათ პატივი მიაგეს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. ახვლედიანის უწყების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. „ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა“.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·