
26 წლის მომიტინგე და მუსიკოს დავით ხომერიკს, რომელსაც აფეთქების მომზადებაში ედებოდა ბრალი, ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი 15 აგვისტოს გამოაცხადა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ხომერიკს ჩანთაში აალებადი ნივთიერებებით სავსე ბოთლები აღმოაჩნდა, რომლითაც მოლოტოვის კოქტეილების დამზადება იგეგმებოდა. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა.
ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის გამზირზე ძმასთან ერთად დააკავეს. თავდაპირველად, ორივე ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს გზის გადაკეტვისთვის. საქმის მასალების თანახმად, პოლიციამ ხომერიკის ზურგჩანთის ჩხრეკისას აალებადი ნივთიერებების შემცველი ბოთლები აღმოაჩინა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18-ე (დანაშაულის მომზადება) და 229-ე (აფეთქება) მუხლებით წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.
This post is also available in: English
Read Next
15/08/2025 - 12:37
აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი გაათავისუფლეს
12/08/2025 - 11:50
ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ, ანატოლი გიგაურს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა
08/08/2025 - 18:20
ორ მომიტინგეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
30/07/2025 - 11:53
დაკავებული მომიტინგეები აცხადებენ, რომ მობოდიშების შემთხვევაში შეწყალებას დაპირდნენ
29/07/2025 - 14:24
რუსეთი თბილისში მისი „ნეიტრალური“ მოფარიკავეების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გმობს
12/06/2025 - 18:04