ასტონ ვილას უარი - მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება

1 month ago 2

მარკუს რაშფორდმა გასული სეზონის ნახევარი იჯარით ასტონ ვილაში გაატარა, თუმცა ბირმინგემელებმა ინგლისელი შემტევის გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს და ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედში აბრუნებენ.

როგორც იწერება, მარკუსი სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმისაწვდომი იქნება და მის სანაცვლოდ დაინტერესებულ მხარეებს 40 მილიონის გადახდა მოუწევთ.

ვარაუდობენ, რომ ახალი სეზონიდან რუბენ ამორიმი რაშფორდს ნდობას არ გამოუცხადებს და ფეხბურთელი იუნაიტედს საბოლოოდ დატოვებს.

თავის მხრივ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ თავად რაშფორდს ბარსელონაში თამაშის იდეა ხიბლავს, თუმცა რამდენად წავა თავად ბლაუგრანა ამ გზაზე, ეს ცალკე საკითხია.

სრულად წაკითხვა