სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბუდუ ზივზივაძე ქუთაისში მარტოხელა ბებოს მკურნალობის და მედიკამენტების ფინანსებით დაეხმარა.
“მარტოხელა ბებოს ვიდეო ავტვირთე, ძვირადღირებული პრეპარატები ესაჭირებოდა. დამიკავშირდა ერთი ოქრო ადამიანი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება ბუდუ ზივზივაძე, დედამისმა მომწერა და გამომიგზავნა თანხა, რომ ეს წამლებიც შევიძინოთ და არამარტო წამლები, სამკურნალოდ და კვლევების ჩასატარებლად გვეყოს თანხა” - წერს ქუთაისელი ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი.