მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს ხვდება, რომლის თავდამსხმელმაც, ჰარი კეინმა დიდი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
პსჟ-სთან კიდევ ერთი რთული მატჩი გველის. მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდს ერთხელ უკვე დავუპირისპირდით და მოვიგეთ. ახლა იგივე ენერგიითა და მოტივაციით უნდა ვითამაშოთ.
როცა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, შეგვიძლია, ნებისმიერი დავამარცხოთ.
- ამბობს ჰარი კეინი.
შეგახსენებთ, რომ პარიზისა და ბაიერნის დაპირისპირება 5 ივლისს შედგება.