სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მმართველ გუნდ ნელ-ნელა მოჰყავს მისი პოლიტიკური გამარჯვება:
“მიშას რეიტინგი სულ უფრო და უფრო იზრდება ერთი მარტივი მიზეზის გამო: “ქოცნება” ისე ჩაეფლო საკუთარ თავში კორუფციის გამოვლენით და მასთან ბრძოლით, ვერც ამჩნევს, როგორ უზრდის რეიტინგს ერთადერთ პოლიტიკოსს, ვის სახელთანაც კორუფციასთან წარმატებული ბრძოლაა ასოცირებული.
რაც უფრო დრო გავა, ამომრჩევლის არჩევანი მიშასკენ სულ უფრო და უფრო გადაიხრება. მიზეზი ორია:
1. “ქოცნების” მიერ საკუთარ რიგებში კორუფციის გამოვლენის ინტენსიფიკაცია;
2. ამორჩევლის ინტიუციური მიხვედრა, რომ მხოლოდ მიშას უნდა პოლიტიკის კეთებით ისტორიაში დარჩენა. დანარჩენ პოლიტიკოსებს – საკუთარი ცხოვრების მოწყობა.
ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ სჭირდება.🙂
ახლანდელი პოლიტიკური სტაგნაციის გამოცოცხლება/აფეთქება მოხდება მაშინ, თუკი/როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს და დაიწყებს აფხაზეთის სანაპიროდან რუსების გაყრას/ნოვოროსიისკში შეტენვას🙂“, – წერს გიგი თევზაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·