მომღერალ გიორგი ჭოხონელიძისა და ანეტა ნიკურაძის ქალიშვილი გაქრისტიანდა.
პატარა ნინას ერთ-ერთი ნათლია მისი ბებო, ნატო გელაშვილია.
გიორგი ჭოხონელიძის მეუღლე ანეტა ნიკურაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ჩვენი გოგოც მოინათლა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გულით გვინდოდა. ძვირფასი, ერთგული და სიყვარულით სავსე ადამიანების ვიწრო წრეში.
აი, ასე უბრალოდ და საოცრად ჩვენს ნატო ბებოს კიდევ ერთი ულამაზესი სტატუსი მიანიჭა ნინამ – ნატო ბებო/ნათლია, სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად ასე ინება უფლის განგებამ.
მე მჯერა, იმ საოცარი, უსაზღვრო სიყვარულის კავშირის, რაც მათ აქვთ და ვისურვებდი, ასეთივე მისაბაძი, კაცთმოყვარე და საამაყო გოგო გაზრდილიყოს".