არჩევნები და პროტესტი – წარსული სტატისტიკა  და ახალი რეალობა შიდა ქართლიდან

1 day ago 1

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შიდა ქართლში 235 833 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ წლევანდელ არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა იქნება. 

ცესკოს მონაცემებით, წინა წლების მონაცემები ასეთია:

8 ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის ფონზე, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მერობის ორ-ორი კანდიდატია რეგისტრირებული. ცესკოს ცნობით, “ქართული ოცნების” კონკურენტებად მერობის კანდიდატები წარადგინეს პარტიებმა “ლელომ”, “თავისუფალმა საქართველომ”, “გახარია საქართველოსთვის” და საინიციატივო ჯგუფმა.

გორი:

  • კონსტანტინე ბუზალაძე – ,,ქართული ოცნება”
  • ნიკოლოზ დოლიაშვილი – „ლელო“

ხაშური:

  • პაატა ჩადუნელი – “ქართული ოცნება”
  • ვალერი გელაშვილი – საინიციატივო ჯგუფი

ქარელი:

  • ზაზა გულიაშვილი – ,,ქართული ოცნება”
  • ზვიად მექვაბიძე – „თავისუფალი საქართველო“

კასპი:

  • ვახტანგ მაისურაძე – ,,ქართული ოცნება”
  • თათია ბროლაძე – „გახარია საქართველოსთვის“

რაც შეეხება მაჟორიტარულ და პარტიულ სიებს, რეგიონის მასშტაბით, ცესკოში სიები შემდეგმა პარტიებმა დაარეგისტრირეს: “გახარია – საქართველოსთვის, “ლელო – ძლიერი საქართველო”, “გირჩი” “პატრიოტთა ალიანსი” და “კონსერვატიული მოძრაობა”. 

ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქციები და მსვლელობები. მოქალაქეთა ნაწილი საარჩევნო უბნებზე მისვლის ნაცვლად, ქუჩის პროტესტში ჩართვას აპირებს. 

ნაომარ ქალაქ გორიდან 4 ოქტომბრის აქციას მოქალაქეები ვუერთდებით. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, შემოგვიერთდით, დავდგეთ ერთად და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადეს გორში იმ მოქალაქეებმა, რომლებიც 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას უერთდებიან. 

რაც შეეხებათ იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, მათი ნაწილი საპროტესტო აქციაზე მისვლას არჩევნების  შემდეგ აპირებს. 

სრულად წაკითხვა