ფოტო – ტვ პირველი
პროკურატურამ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესზე გამოსაკითხად 8 მოწმე პოლიციელი მიიყვანა.
სინდისის პატიმრების ადვოკატებს მათთან კითხვები აქვთ იმ შეურაცმყოფელ ფაქტებზე, რომელსაც უფლებადამცველის თქმით, სპეცრაზმელების მხრიდან აქციებზე ახალაგაზრდა გოგოების მისამართით ჰქონდა ადგილი.
ჩვენი მხარე აპელირებდა, რომ არსებობს მტკიცებულება, სადაც სპეცრაზმელი 19-21 წლის გოგონას მიმართავს სიტყვებით – “მოდი აქ, უნდა …”გაგაუპატიუროს ასპექტით არის ეს ყველაფერი და ცუდი ტონალობით არის ეს ყველაფერი და მიმართავს ძალიან ცუდი ტონალობით. შესაბამისად გვაინტერესებს, წარმოადგენენ თუ არა ამ უწყებას, იყვნენ თუ არა ის ადამიანები, ვინც ასე ექცეოდნენ მოქალაქეებს და გვაქვს საზოგადოებას თუ არა უფლება, რომ გავანეიტრალოთ აღნიშნული სტრუქტურის მსგავსად მოქმედი პერსონა”, – ამბობს ადვოკატი.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.