„არეალი არ იყო საქართველო“ - ეროვნული ბანკი სანქცირებულ კომპანიებში 3 ქართული VASP-ის მოხვედრაზე 

1 week ago 37

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვედრილი სამი ქართული კომპანია (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“), მათი რეგულირების სფეროში არ ექცევა.

ბანკი ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ამ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული კომპანიებს (Virtual Asset Service Provider) არ აქვთ ბანკიდან შესაბამისი საქმიანობის ნებართვა მიღებული;
  • სანქცირებული კომპანიები საქართველოში არ საქმიანობენ.

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოში არსებული ყულევის პორტი დათქმით და ასევე 14 კრიპტოვალუტების სერვისის პლატფორმას, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშლის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.

სრულად წაკითხვა