"არასდროს მიფიქრია, რომ გენიოსი ვარ" - ჟოზე მოურინიო

6 days ago 8

ფენერბაჰჩედან სკანდალურად წამოსულმა და ბენფიკას ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა:

"როდესაც წლები გემატება, შემდეგ უკეთესი მწვრთნელი ხდები. ეს განვლილი პერიოდი გამოცდილებას გმატებს, რის გამოც ახლა უკეთესი მწვრთნელი ვარ. მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია, რომ გენიოსი ვარ. შეიძლება ვიყო პროვოკატორი მცირედით, მაგრამ გენიოსად ჩემი თავი არასდროს ჩამითვლია", - თქვა ჟოზემ.

მოურინიომ ეს სიტყვები ბენფიკას ვებგვერდთან საუბრისას თქვა, იმ კლუბის, რომლის ფანებიც იმედოვნებენ, რომ ჟოზე გუნდში არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და ბენფიკას დაეხმარება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ჩემპიონატებში.

სრულად წაკითხვა