არასამთავრობოების სამთავრობო გრანტებით დასაფინანსებელი სააგენტო შეიქმნა

3 months ago 26

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო. გადაწყვეტილებას მთავრობის სახელით ხელი 15 აპრილს მოაწერა ირაკლი კობახიძემ.

სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, თბილისში, ინგოროყვას №7 იქნება.

სააგენტოს ხელმძღვანელი პირია თავმჯდომარე - მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით 22 აპრილიდან ამ თანამდებობას იკავებს თამარ ზოდელავა.

დაახლოებით 2 თვის წინ, 20 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შექიმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.

ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული სახით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა.

ცვლილებების შედეგად:

  • გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
  • პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
  • გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
  • თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
  • უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
სრულად წაკითხვა