89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი.
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში
ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო უდიდესი ბედნიერება მის გვერდით ყოფნა. როგორც ადამიანობაში ისევე მუსიკაში ბატონი გენო იქნება – მისი უმაღლესობა.
იმდენი რამე შემიძლია ვთქვა მასზე და მაინც მექნება სიმწირე ჩემი ლექსიკის მარაგის. იმდენად დიდი ადამიანობით იყო დაჯილდოვებული. ყურადღებიანი, გვერდში მდგომი, ერთგული და კიდევ მრავალი დიდებულებით შემკული… და იმიტომაც იქცა მის ჰიმნად “კაცი ვარ და ქუდი მხურავს”… ასე იცხოვრა. აუწონავი სიყვარულიც დაგვიტოვა. ზედმეტი იქნება, რომ ვთქვა სულ მემახსოვრები მეთქი, რადგან შეუძლებელია დამავიწყდეს ის სიკეთეები რაც ჩემთვის გაუკეთებია ამ ბუმბერაზ კაცს, რომელსაც თვალი რომ გავახილე მას მერე ვგულშემატკივრობდი და მუსიკის გემოვნებას და კულტურას მიყალიბებდა.
სამწუხაროდ არც გია ძიძიგურია ჩვენთან, ვინც ბატონ გენოსთან დამამეგობრა. მადლობა გია, აცხონოს უფალმა მისი სული
მადლობა გენო ნადირაშვილო იმ მეგორობისთვის, რაც მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელიც კი იყო.
მადლობა ყველაფრისთვის.
უფალმა აცხონოს თქვენი ნათელი სული, მარადიული ხსოვნა და ხსენება, ამინ“,- წერს ანსამლი „ორერა“.

5 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·