ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

1 week ago 15

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს.

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს – ანრი ოხანაშვილს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა”, – წერია განკარგულებაში.

სრულად წაკითხვა