ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი 14 მარტამდე გადაიდო 

2 months ago 22

ქარელელი ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი 14 მარტამდე გადაიდო. 

როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა. 

“ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა ექსპერტი, ჰაბიტოსკოპი, რომელმაც დაადასტურა, რომ  ვიდეოში გამოსახული პიროვნება არის ანატოლი გიგაური, ჩვენ ამ ფაქტობრივ გარემოებას ჩვენ არ ვუარყოფდით, შესაბამისად არ იყო ექსპერტის დაკითხვის საჭიროება. ბრალდების მხარემ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები და შესაბამისად საქმეში, მომდევნო პროცესზე ველოდებით მოწმეებს”, – განაცხადა ანატოლი გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ. 

სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას დაცვის მხარე მომდევნო პროცესზე დააყენებს. 

ამავე თემაზე: “დავაყენებთ შუამდგომლობას ანატოლი გიგაურისთვის პატიმრობის გაუქმებაზე” – ადვოკატი 

სრულად წაკითხვა