საქართველოს ქალ ფრენბურთელთა გუნდის წევრი ანა კალანდაძე გალათასარაიდან კარიერას კვლავ თურქულ გუნდში, იზმირის არას კარგოში გააგრძელებს – მან ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
კალანდაძეს ბოლო თვეების განმავლობაში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რაც გუნდის გამოცვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო.
არას კარგომ თურქეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. კალანდაძესთან ერთად, ამ გუნდს გალათასარაის კიდევ ერთი მოთამაშე ასლიჰან კილიკი შეუერთდა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.