“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” – ნიკა გვარამია

2 days ago 2

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ერთ-ერთი კვლევის გრაფიკულ გამოსახულებას აქვეყნებს, კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს და პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს:

ერთერთი სლაიდი “ქართული ოცნების” ბოლო შიდა კვლევიდან.

ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”. ახლა მთავარი ამბავია, გადაუწყვეტელი 30% როგორ განაწილდება. ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს. სრულიად გასაგებია მათი მხრიდან.

ახლა ოპოზიციის იმ ნაწილს მინდა ვუთხრა, ვინც ალიანსს ურტყამს განუწყვეტლივ; ასევე იმ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სოცქსელებში თუ კრიტიკულ მედიაში, ვინც ყოველ ნაბიჯზე ოპოზიცია რომ არ ახსენოს ნეგატიურად, არ შეუძლია:

მეგობრებო და “დაუძინებელო მეგობრებო”, თქვენი ქმედებებით (ჩემთვის აუხსნელი, ბევრისთვის კი – საეჭვო) ამ გაუნაწილებელ 30%ს ან სახლში დატოვებთ, ან ქოცებისკენ გაუშვებთ.

საქართველოს პატრიოტებს მინდა მივმართო: არ აყვეთ! 26 მაისს 19:00 საათზე გამოდით რუსთაველზე. ურწმუნო თომების და “უჩემოდ ვით იმღერეთა” ეგოცენტრიკების გარეშეც შევცვლით.

ps თბილისის ციფრებს შეხედეთ: 19% ქოცები ვს 62% ოპოზიცია.” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა