ზურიკო დავითაშვილის მომავალს საფრანგეთში კვლავ დიდი ინტერესი აქვს - ქართველი ნახევარმცველი ლიგა 2-ში დარჩენას არ აპირებს და „სენტ-ეტიენის“ დატოვებას ცდილობს.
L’Equipe-ის ცნობით, კლუბის მფლობელი ლარი ტანენბაუმი საკვანძო მოთამაშეების გაყიდვას არ გეგმავს და მიზნად ინვესტიციების გაძლიერებას ისახავს. დავითაშვილს კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 3-დან 10 მილიონ ევრომდეა გაზრდილი. კლუბი მხოლოდ განსაკუთრებულ შეთავაზებაზე იმსჯელებს.
მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელით „რენი“, „სტრასბურგი“, „სევილია“, „გლადბახი“ და „ევერტონი“ ინტერესდებიან, ამავე მედიის მტკიცებით, თავად დავითაშვილმა ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.