WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსენებულ წარმატებულ წლებს, მისი ხელისუფლების პირობებში, კონკრეტული მინიშნებებით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

ზოგადად, ვინმესთვის რაიმეს დამადლება მორალურად არასწორია, ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით მიუხედავად პოლიტიკური თუ ღირებულებითი შეხედულებებისა.

თუმცა არის ერთი ადამიანი სახელად მიხეილ სააკაშვილი, ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, ამჟამად კი პატიმარი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ამადლის საქართველოს მოსახლეობას იმას, რაც მისი პრეზიდენტობის დროს გაკეთდა.

თან ამ დამადლებას აკეთებს მისთვის ჩვეული ცინიკური ფორმით. მარტივი კითხვა მას: მაშ რისთვის მოგიყვანა ხალხმა ხელისუფლებაში, რომ არაფერი გეკეთებინა? მეორე კითხვა ცოტა რთულია: მართლა შენი გაკეთებულია ის რაც გააკეთე? იქნებ სხვამ გააკეთა და შენ მხოლოდ წითელი ლენტი გაჭერი?

ამორალურია, როდესაც ქვეყნის ყოფილი ლიდერი ამადლის მოსახლეობას დაგებულ გზებს, აშენებულ ობიექტებს (ხშირად უხარისხოდ, სხვათა შორის). თუმცა, რატომ ვთხოვთ მაღალ მორალს მიშა სააკაშვილს? მთელი მისი ცხოვრება ხომ ამ მორალზე ფეხებით გადავლა-გადმოვლაა… ან საერთოდ, იცის კი რა არის მორალი?” – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.