საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა წევრმა, ვლადიმერ გუცაევმა ხვიჩა კვარაცხელიასა და პარი სენ-ჟერმენის შემტევებზე თავისი მოსაზრება საჯაროდ გამოთქვა. გუცაევის თქმით, კვარაცხელია და უსმან დემბელე ერთ დონეზე დგანან და ორივე მაღალი დონის მოთამაშეა.
მისი შეფასებით, ბარკოლა პერსპექტიული მოთამაშეა, თუმცა ჯერ არ მიიჩნევა ტოპ-ფეხბურთელად და ოთხეულში (დემბელე, კვარაცხელია, დუე, ბარკოლა) ყველაზე სუსტი სწორედ ის არის.
სწორედ ამიტომ, როგორც გუცაევი ფიქრობს, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში უპირატესობას დემბელესა და კვარაცხელიას ანიჭებს.