საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა, რაც მოთამაშეებს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მიულოცა:
"ისეთი ემოციები მივიღეთ, რომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატება მოგილოცოთ. ვიცი, რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. თქვენ ეს მეორედ შეძელით. ყველა ქართველს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, თქვენც უყვარხართ. დიდი მადლობა, რომ ქართველ ხალხს ასეთი წარმატება მოუტანეთ", - მიმართა ფუტსალის წევრებს კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ბრატისლავაში გამართულ საპლეიოფო შეხვედრას თავადაც ესწრებოდა და საქართველოს ნაკრებს ადგილიდან გულშემატკივრობდა.