"ამის დიდი იმედი მაქვს" - ჰარი კეინი "რეკორდმაისტერში" მორიგ სეზონს იწყებს

1 week ago 15

მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონი დიდი ამბიციით დაიწყო და უკვე გამოიჩინა მაღალი შედეგიანობა. ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში მან სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ ჰეთ-თრიკი გაიფორმა, რაც მისი ფორმის ნათელი მაგალითია. ოთხი ტურის დასრულების შემდეგ კეინს 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო „ბაიერნი“ 12 ქულით ცხრილის ლიდერია.

ინგლისელმა ფორვარდმა "რეკორდმაისტერში“ გადასვლის შემდეგ 103 მატჩში მოირგო მაისური, საიდანაც 98 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„სეზონის დასაწყისი ჩვენთვის პოზიტიურია. მოვიგეთ შეხვედრები ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც. ვიცით, რომ ჯერ ჩვენი მაქსიმუმი არ გამოჩნდა და შეგვიძლია ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. გასახდელში განწყობა შესანიშნავია, მაგრამ კარგად გვესმის, რომ წინ რთული და დატვირთული სეზონი გველოდება. იმედი მაქვს, ეს სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება.“ 

სრულად წაკითხვა