“ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა “მეგობარი აქტი” – ეს ივანიშვილისა და მისი კლანის საერთაშორისო ასპარეზიდან საბოლოო მოკვეთას ნიშნავს” – გიორგი ვაშაძე

1 month ago 27

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ “მეგობარი აქტის” დამტკიცებას ეხმიანება და მის გავლენაზე აკეთებს აქცენტს:

ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა “მეგობარი აქტი”, რომელიც “ქართული ოცნების” რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს – ეს ივანიშვილისა და მისი კლანის საერთაშორისო ასპარეზიდან საბოლოო მოკვეთას ნიშნავს.

რეჟიმი ცდილობს, ეს მარცხი ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს, მაგრამ ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ!

ვაი თქვე საცოდავებო. მიდით, აგვკრძალეთ ხვალვე, თუ რამის თავი გაქვთ!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა