RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ Civil.ge-სთან საუბრისას, ხაზი გაუსვა რეპორტიორების წინააღმდეგ ძალადობის ზრდას და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებას, რომელსაც მისი თქმით, “პროფესიის გამო უფრო მკაცრად ეპყრობიან“.
მზია ამაღლობელი, ცნობილი და პატივსაცემი ჟურნალისტი, ციხეშია. მისი საქმე სიმბოლოა დღევანდელი რეპრესიების, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში — ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს კავკასიის რეგიონში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა.
პოლიციის უფროსისთვის დაძაბულობაში რეფლექსური სილის გაწვნის მიღმა, მას უფრო მკაცრად ექცევიან პროფესიის გამო. არ განიხილება ის ფაქტი, რომ მისი ქმედება იყო პასუხი პროვოკაციაზე. ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის, თუმცა მაინც წინასასამართლო პატიმრობაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის გამო უკვე მნიშვნელოვნადაა დასუსტებული“, — განაცხადა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო მედიის საერთაშორისო რეიტინგებში ერთ წელში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა.
ირკვევა, რომ საქართველომ 103-დან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.