"ამას ხვიჩასგან ვერაფრით წარმოვიდგენდი" - კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი

1 month ago 16

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი, ილია სამოშნიკოვი, რომელიც კვარასთან ერთად ყაზანის რუბინში თამაშობდა, ქართველ ფეხბურთელზე კომენტარს აკეთებს.

სამოშნიკოვის თქმით, ფაქტი, რომ კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ნომინანტია, მისთვის წარმოუდგენლად ჟღერს:

"მიხარია მისი წარმატება. თავიდანვე ვხედავდი, რომ განვითარების ლიმიტი არ ჰქონდა და შორს შეეძლო წასვლა, თუმცა ოქროს ბურთის ნომინანტებში მოხვედრას ვერც კი წარმოვიდგენდი", - თქვა სამოშნიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 2025 წლის ოქროს ბურთის მფლობელს სექტემბრის თვეში გაიგებს.

სრულად წაკითხვა