97
ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, კოალიცია ცვლილებების წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ეხმაურება და წერს:
გელა ხასაიას რასაც ხელისუფლება უმზადებს, ამას არა უბრალოდ უსამართლო, არამედ უკადრებელშიც კი უკადრებელზე მეტი ჰქვია.
მესმის, ხელისუფლება რომ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ბევრ უკადრებელსაც იკადრებს, მაგრამ გელასთვის 3 წლიანი მუხლის წაყენება ასეთი ხელისუფლებისათვისაც კი წარმოუდგენელია.
რას დაერიეთ ისეთ ადამიანებს, ქვეყანაზე ერთი ადამიანისთვისაც რომ არ უწყენინებიათ, რაღაცეებში მაინც ჩართეთ ხელისუფლებამ გონიერება, მავნებლობასაც უნდა გონიერება, რომ იცოდეთ, რის იქით არ წახვიდეთ.