„ამას გიმალავთ 2 თვეა…“ თამო ვაშალომიძეს იტალიაში ფილმში იღებენ, სადაც ცნობილი მსახიობების გვერდით ითამაშებს – რა დეტალებია ცნობილი?

16 hours ago 4

თამო ვაშალომიძეს იტალიაში ფილმში გადაიღებენ. ამის შესახებ მან გამომწერებს ცოტა ხნის წინ გაუზიარა.

„ფილმში დამამტკიცეს. ამას გიმალავთ ორი თვეა. ტექსტი მაქვს ინგლისურად. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა. ხვალ მაქვს პირველი გადაღება. რომიდან 1 საათის სავალზეა, მთის ძირში. არ მაქვს უფლება სახელის და იმ ცნობილი ადამიანების დასახელების უფლება, რომლებიც თამაშობენ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ მთავარი როლის შემსრულებელი, სულ ხმა რომ არ ამომეღო მაინც უბედნიერესი ხომ ვიქნებოდი და ახლა კი საერთოს ვლაპარაკობ და უდიდესი გამოწვევაა ჩემთვის“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

მისი თქმით, როდესაც „თამო სქინი“ მილანის მოდის კვირეულზე იყო წარმოდგენილი, რეჟისორს მოეწონა და ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.

„მე ვუთხარი, რომ ენა არ ვიცოდი, მაგრამ გამომიგზავნა ტექსტი და მითხრა, ჩაწერეო. გავუგზავნე და როლზე დამამტკიცა“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

მისი თქმით, ეს მასშტაბური ფილმის გადაღებაა და ძალიან ნერვიულობს.

სრულად წაკითხვა