“ამაზე დაიწყო ქალბატონმა წივილ-კივილი” – რას მოჰყვა რეალურად წულუკიანის წერილი? – სალომე ზურაბიშვილი

59 minutes ago 1

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ვიდრე თეა წულუკიანი ზურაბიშვილების ოჯახზე  სტატუსს დაწერდა, მანამდე მოხდა შელაპარაკება მასსა და ოთარ ზურაბიშვილს შორის.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, როიგორც ძმამ უამბობ, ფრანგულ ლიცეუმში შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მან ჰკითხრა, რატომ ატარებდა ფრანგულ ლიცეუმში შვილს, როცა ასეთი ანტიევროპელი იყო.

მე მგონი, ქალბატონი თეა გაბრაზდა, ის იყო ფრანგულ ლიცეუმში, ქალიშვილთან ერთად, ჩემი ძმა კი შვილიშვილთან ერთად, როგორც ჩანს იქ იყო შელაპარაკება, სადაც ჩემმა ძმამ უთხრა, აქ რა გინდათო, როცა ასეთი ანტიევროპელი ხართო და რატომ ასწავლით თქვენს შვილს ფრანგულ ლიცეუმშიო, ამაზე დაიწყო ქალბატონმა წივილ-კივილი, როგორც ჩანს, ძალიან გაბრაზდა ამაზე, წავიდა სახლში და დაწერა ეს პოსტი. მოხდა შელაპარაკება და მერე ეს გადაიზარდა, მისი მხრიდან…. ოთარმა მითხრა, რომ ჩვენ გამოვეცალეთ სიტუაციას, რადგან წივილი-კივილის ადგილი იქ ნამდვილად არ იყოო., – თქვა ზურაბიშვილმა.  

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სალომე ზურაბიშვილის წინაპარი ფაშისტების მოკავშირედ მოიხსენია.

“საცოდავო თეა” – რას პასუხობს ზურაბიშვილი წულუკიანს?

სრულად წაკითხვა