"ამ წუთებში მის თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს...დავხვდეთ და მხარში დავუდგეთ შვილმკვდარ მამას!" - გიორგი ფარცვანია

1 hour ago 2

"მიმართვა საზოგადოებას:

დავხვდეთ და მხარში დავუდგეთ შვილმკვდარ მამას! მეგობრებო, თანამოქალაქეებო,ზაალს სარფის საბაჟომდე სულ რაღაც 800 კილომეტრი დარჩა. დაახლოებით 7-8 საათში ის უკვე საქართველოში იქნება.

ამ წუთებში მის თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს - ის უმძიმეს ტრაგედიას და ენით აღუწერელ წუხილს ატარებს. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ერთად დგომა და თანაგრძნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.• მოვუწოდებთ ყველას: შევიკრიბოთ ერთად, დავხვდეთ ზაალს სარფის გამშვებ პუნქტთან და ვაგრძნობინოთ, რომ ამ

უდიდეს ტკივილში მარტო არ არის.• მიმართვა ხელისუფლებას: კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებსა და ხელისუფლებას - არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს ადგილი ხელოვნურ ბარიერებსა თუ ექსცესებს!

აცადეთ შვილმკვდარ მამას თავისი შვილის ღირსეულად გამოტირება.გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ინფორმაცია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და შევძლოთ მამის გვერდით დგომა ამ უმძიმეს წუთებში,"- წერს ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია.

ცნობისთვის,ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა უკრაინაში მებრძოლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი. ლანა ლატარია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წყარო: ​palitravideo.ge​​​

სრულად წაკითხვა