,,ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს ორი სახის დეგენერატი – სოციალურად დაუცველი და ჯენზიკი” – იაგო ხვიჩია

2 hours ago 2

3

,,გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ,,ფორმულას” ეთერში განაცხადა:

,,ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს და მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი, რომელიც 150-ე დღეა რუსთაველს კეტავს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა – 4, 5, 9, 25-ით დაწყებული და დამთავრებული ტელევიზიებით.

ამასთან ერთად, აზრადაც კი არ მოსდის, ჩამოაყალიბოს მოთხოვნა – ერთ დღეს ერთს ითხოვს, მეორე დღეს – მეორეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ განათლებით დაკავდეს… იმიტომ რომ მართლა აქცია გაიფილტრა, და მე არ ვიძახი დაკავებულების ოჯახის წევრებით, რომლებიც უბრალოდ გამწარებულები არიან. მე არ ვიძახი გამონაკლისებს. მაგრამ 150-ე დღეს გაიფილტრა დეგენერატებით და მივიღეთ პროტესტის ნაცვლად, რომელიც თავიდან დაიწყო, ადგილი, სადაც ნორმალური ადამიანები არ მიდიან, რადგან იქ მყოფი აქტივისტები აფრთხობენ”.

სრულად წაკითხვა