უკრაინელი ილია ზაბარნისა და რუსი მატვეი საფონოვის პსჟ-ში ერთმანეთის გვერდით ვარჯიში გამოხმაურების გარეშე რომ არ ჩაივლიდა, ეს ფაქტი იყო და ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს.
რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ზაბარნიმ საფონოვის დაიგნორება თავიდანვე დაიწყო და ფეხბურთელებს შორის შელაპარაკებაც კი მოხდა.
ახლახანს მედიაში ზაბარნის მეუღლის განცხადება ვრცელდება:
"ვიღაცები წერენ, რომ ილია და მატვეი დამეგობრდნენ და თითქოს თვითმფრინავშიც კი გვერდიგვერდ სხედან. ვის გჯერათ ამ სისულელის? ჩვენ გვაქვს პრინციპები, რომლებსაც გასაგები მიზეზების გამო არ ვუღალატებთ!", - თქვა ზაბარნის მეუღლემ.
სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, საფონოვმა ახალი სახლის ძიება უკვე დაიწყო, რაც, შესაძლოა გუნდიდან წასვლას ნიშნავდეს.