“ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო” – ნანა ქვარაია

6 hours ago 1

შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს ნანა ქვარაია:

ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო.

ჩემი შვილი, ვატო სერგია, 2025 წლის აგვისტოში მოულოდნელად ავად გახდა და სრულიად ჯანმრთელ ადამიანს დაუდგინდა ზურგის ტვინის იშემიური ინსულტი. ვატო უკვე მე-10 თვეა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საქართველოში მას ვერ უტარდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა, რაც მისცემს დამოუკიდებლად სუნთქვის საშუალებას.

ვატოსთვის აუცილებელია თურქეთში სპეციალიზებული მკურნალობის კურსის გავლა, რომლის ღირებულება 50 000 აშშ დოლარს შეადგენს და ამ ეტაპზე სწორედ ამ თანხის მობილიზებაა აუცილებელი.

ათთვიანი მკურნალობის პერიოდის შედეგად ფინანსური რესურსი სრულად ამოწურული გვაქვს და ამ თანხის მობილიზებას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ.

დახმარებას გთხოვთ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია — თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა დაგვაახლოებს მიზანთან.

ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედი გვაძლევს სიცოცხლის ძალას 🙏❤️“, – წერს ნანა ქვარაია, სოციალურ ქსელში და აქვეყნებს შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს:

საქართველოს ბანკი: GE92BG0000000157111800
თიბისი ბანკი: GE96TB7980345064300125
ლიბერთი ბანკი: GE46LB0711102512260840
მიმღები: დედა: ნანა ქვარაია
დანიშნულება: ვატოსთვის
საკონტაქტო პირი: ნანა ქვარაია. ტ.591713561

სრულად წაკითხვა