2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უსმან დემბელემ საკუთარ ყოველდღიურობაზე და პროფესიონალურ ჩვევებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი შემტევის თქმით, „პსჟ“-ში გადასვლის შემდეგ ვარჯიშისა და ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა უკეთესად გააცნობიერა.
„როდესაც პარიზში მოვედი, სპორტდარბაზში იშვიათად დავდიოდი. ტრავმებმა კი მასწავლა, რომ სხეულზე ზრუნვა აუცილებელია. მხოლოდ ტალანტი არ კმარა, რადგან მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გავიაზრე, რომ მეტი ძალა და კარგი ძილი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო,“ – აღნიშნა დემბელემ.
ფეხბურთელმა ასევე ხუმრობით აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგულარული დისციპლინისა, მატჩის შემდეგ „პიცასა და ჰამბურგერზე უარს არასდროს ამბობს“.
შეგახსენებთ, დემბელე ისტორიაში მეექვსე ფრანგი მოთამაშეა, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.