"ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - რუდიგერი სამომავლო გეგმებზე

4 months ago 20

რეალ მადრიდის 32 წლის მცველმა ანტონიო რუდიგერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სამეფო კლუბში კიდევ რამდენიმე წლით თამაშის სურვილი გამოთქვა.

"ფეხბურთში არასდროს იცი წინასწარ რა მოხდება, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ რეალში ძალიან ბედნიერი ვარ.

სამომავლო გეგმებში ჩემი აქედან სწრაფად წასვლა არ შედის, სულ ეს არის რისი თქმაც ახლა შემიძლია

", - განაცხადა რუდიგერმა.

ცნობისთვის, რუდიგერსა და რეალ მადრიდს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

სრულად წაკითხვა