წაკითხვა: 2
“ალტ-ინფო”-ს პარტია სახელწოდებით “კონსერვატორები საქართველოსთვის” საჯარო რეესტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ჩვენი ორი პარტიის გაუქმების, ახლის სამჯერ დახარვეზების და არდარეგისტრირების შემდეგ, სხვა გზა რომ არ დავუტოვეთ და მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, პარტია “კონსერვატორები საქართველოსთვის” დაარეგისტრირეს!!!
როცა ვიძახით, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ესეიგი ბოლომდე მივიყვანთ და ვინც ამ ბრძოლაში უკან დაიხია ან იმედი დაკარგა, მათიც მესმის!!!…
უფლის მადლით რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ამის ნიშანია ისიც, რომ ბრწყინვალე შვიდეულს დარეგისტრირდა!!! გილოცავთ ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს“- წერს კონსტანტინე მორგოშია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს