"ალისონი დიდხანს ვერ ითამაშებს" - ლეგენდარული მეკარე მამარდაშვილზე იმედებს ამყარებს

3 days ago 8

„ლივერპულის“ გამოცდილი ესპანელი ვეტერანი, ლუის გარსია, ალისონის ტრავმასა და გიორგი მამარდაშვილის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.

"ალისონს სერიოზული კუნთის დაზიანება აქვს და სავარაუდოდ, გარკვეული დროით ვერ დაუბრუნდება მოედანს. ახლა გიორგის აქვს შანსი, რომელსაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ის თავდაჯერებულია, კარგად იცის საკუთარი შესაძლებლობები და სწორედ ასეთ მომენტებში იზრდება ფეხბურთელი. მამარდაშვილი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება „ლივერპული“ მომავალისკენ,“ – აღნიშნა გარსიამ.

ქართველმა მეკარემ "მერსისაიდელთა“ რიგებში ოფიციალური დებიუტი ინგლისის ასოციაციის თასზე მოირგო, სადაც გუნდმა „საუთჰემპტონი“ 2:1 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მამარდაშვილი ალისონის ტრავმის შემდეგ „გალათასარაისთან“ (0:1) შეხვედრაში გამოჩნდა.

დიდი ალბათობით, ბრაზილიელი კიპერი ახლო მომავალში ვერც პრემიერ ლიგაში დაეხმარება გუნდს, ამიტომ 4 ოქტომბერს, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ჩელსისთან“ გასამართ მატჩში „ლივერპულის“ კარი სწორედ ქართველი მეკარის ხელში იქნება.

სრულად წაკითხვა