ალიევი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა

3 months ago 20

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს არ დაესწრება. მან ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ონლაინგამოცემა Life-ის ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა:

„ასე აგვიხსნეს, რომ მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ შიდა ღონისძიებებში".

იგივე Life წერს, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს არც ლაოსის ლიდერი, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა ვიზიტი, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირდა და ლაოსი საგარეო საქმეთა მინისტრის დონზე იქნება წარმოდგენილი.

სრულად წაკითხვა