წაკითხვა: 112
ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ როდესაც კუპრაძე გახდება დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს – საოცრებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
„ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა სინამდვილეში. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ სწორედ გარე დავალებით, რადიკალური სცენარების შესაბამისად. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას წამოსცდა, რასაც ფიქრობდა, მერე კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა. საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც კუპრაძე უნდა გახდეს დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს. საოცრებაა, რაზეც ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიც არის დღეს ოპოზიციაში ჩამოყალიბებული “, – განაცხადა პრემიერმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს