რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში ალ ნასრთან გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა და ხალხმა დაიწყო ფიქრი თუ სად გააგრძელებდა ლეგენდა კარიერას.
მიუხედავად ამისა, ბოლო საათებში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და არსებობს შანსი, რომ ალ ნასრმა რონალდუ საბოლოოდ მაინც დაიტოვოს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, არაბული კლუბის პრეზიდენტი საქმეს ხელში თავად აიყვანს და ეცდება, რომ პორტუგალიელს გადააფიქრებინოს.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში რონალდუს სპორტინგს უკავშირებენ, რომელმაც პორტუგალიის ლიგა მოიგო და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.