აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილის პირველი კომენტარი მამის დაპატიმრების შემდეგ

1 hour ago 2

აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მამამისს დაკავების დროს მისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მანამდე ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ.

სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის უსამართლო იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება მოდის დაწერილი და მოსამართლე ასრულებს დავალებას. 

ადამიანი ყვავილის სროლის გამო ჰყავდათ გამოკეტილი ციხეში და სახელმწიფო გადატრიალებას ედავებოდნენ, შესაბამისად, იქ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა, შეიძლება ყოფილიყო იდენტიფიცირებული და იგივე ბრალი წაეყენებინათ. როგორც იყო უამრავი ადამიანი, ახლაც არის უამრავი ადამიანი ციხეში, შესაბამისად, ჩვენ ან შევეგუებით ამ უსამართლო სისტემას, ან შევცვლით ყველაფერს, – განაცხადა ჩახუნაშვილმა. 

4 ოქტომბრის საქმე – ვის რამდენი წელი მიუსაჯა მოსამართლემ?

სრულად წაკითხვა