7
ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” ლიდერი, ზვიად ტომარაძე:
ჩემპიონატი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად ასიამოვნებს რუსეთს და ქვეყნისთვის უარესს დამაზიანებელ განცხადებას გააკეთებს…
კახა კალაძე:
“მაშინ (2008 წ.) საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული, 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ.”
ირაკლი კობახიძე:
“რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.”
სულ რომ მტყუანი იყოს, არცერთი ერი არ მოიძებნება ვინც საკუთარ ქვეყანას დაადანაშაულებს მტრებთან, არცერთი, ამას მხოლოდ ქართველები აკეთებენ!
აი, რა შედეგი მოჰყვება მოღალატეობრივ განცხადებებს!!!!
ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” განცხადება:
“შეგახსენებთ, რომ სიტყვასიტყვით გუშინწინ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ.
ასევე სრულიად აშკარაა, რომ მხოლოდ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი გამოსულიყო ქართული სახელმწიფოს სახელით, გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები და გაეტარებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა. ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ქვეყანამ, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტმა…”
მიდით კიდევ დაადანაშაულეთ საკუთარი ქვეყანა და მალე საბოლოოდ დავკარგავთ მაგ ტერიტორიებს თქვე მოღალატე მანქურთებო!
საერთაშიროსო alia.ge