აზერბაიჯანში დაპატიმრებულმა ალიევის კრიტიკოსმა ბაჰრუზ სამადოვმა შიმშილობა შეწყვიტა

2 months ago 13

დაკავების იზოლატორში სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, ბაჰრუზ სამადოვმა შიმშილობა შეწყვიტა.

OC media-ს ავტორმა, ალიევის რეჟიმის კრიტიკოსმა, რომელიც აზერბაიჯანში სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული, შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო.

მისი ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ მიიღო მისი ადვოკატის შუამდგომლობა შინაპატიმრობის მოთხოვნის შესახებ. მომდევნო სასამართლო მოსმენა 7 მარტს დაინიშნა და დახურულ რეჟიმში ჩატარდება.

სამადოვი, რომელიც პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობდა, 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს. ხელისუფლება მას ადანაშაულებს სომხეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში [აღმოჩენილია მისი “მიმოწერა სომხებთან”, რომელთა შეკვეთითაც წერდა და თარგმნიდა სტატიებს], რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს. თუ დანაშაული დაუმტკიცდება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის მიხედვით, მას ემუქრება 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა.

მისი დაკავება კრიტიკის საგანი გახდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. Amnesty International-მა ბრალდებები გაყალბებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ რეჟიმმა მისი აკადემიური ნაშრომებისა და აქტივიზმის გამო დააკავა.  ასევე, სამადოვის საქმეზე და აზერბაიჯანში კრიტიკული აზრის ჩახშობის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატა ევროკავშირმა და სამადოვის საქმე წარმოაჩინა, როგორც განსხვავებული აზრის დევნის სიმბოლო.

სრულად წაკითხვა