აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, შეთანხმება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე

5 days ago 2

წაკითხვა: 193

აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ტრამპთან შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი.

სამშვიდობო შეთანხმებას შეუძლია გარდაქმნას სამხრეთ კავკასია, ენერგომომარაგების რეგიონად, რომელიც რუსეთის , ევროპის, თურქეთისა და ირანის მეზობელ ქვეყანას წარმოადგენს და რომელსაც ნავთობისა და გაზის მილსადენები კვეთს, თუმცა დახურული საზღვრები და ხანგრძლივი ეთნიკური კონფლიქტები არღვევს.

„დიდი ხანია – 35 წელი – ისინი იბრძოდნენ და ახლა მეგობრები არიან და დიდი ხნის განმავლობაში მეგობრებად დარჩებიან“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, სადაც მას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესწრებოდნენ.

შეთანხმება მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე, რაც, თეთრი სახლის თქმით, ხელს შეუწყობს ენერგიისა და სხვა რესურსების ექსპორტის ზრდას.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ თითოეულ ქვეყანასთან ცალკე შეთანხმებები გააფორმა ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით და რომ ასევე მოიხსნა შეზღუდვები აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მალე შეხვდება პუტინს და დასძინა, რომ „უკრაინის სიტუაცია შესაძლოა ძალიან მალე მოგვარდეს“.

მომზადებულია სააგენტო “როიტერზე” დაყრდნობით.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა